-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში გამართული რბოლის ბოლოს მოულოდნელი სურათი მივიღეთ. მაქს ვერსტაპენთან ერთად პოდიუმზე ალპინის ფრანგი მრბოლელები, ესტებან ოკონი და პიერ გასლი აღმოჩდნენ.
რბოლის შემდეგ გასლიმ და ოკონმა ერთმანეთის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს და ბავშვობაც გაიხსენეს.
პიერ გასლი: "კარგი და ცუდი მომენტები გვქონდა. ჩვენი პირადი ისტორია გვაქვს, რომელიც მხოლოდ ჩვენია და უნიკალურია. ჩვენ ერთი ადგილიდან, ნორმანდიიდან მოვდივართ, ერთი თაობა ვართ და დღეს ძალიან კარგი იყო, როცა პოდიუმზე მე, მაქსი და ესტებანი აღმოვჩნდით.
ეს ჩვენი ცხოვრების მომენტია. იქიდან, საიდანაც ჩვენ მოვდივართ, იმის შანსი, რომ გუნდელები ვყოფილიყავით, ძალიან მცირე იყო. ახლა კი პოდიუმზე ერთად მოვხვდით და ამის შანსი კიდევ უფრო პატარა იყო."
ესტებან ოკონი: "ძალიან ბედნიერი ვარ პოდიუმზე მასთან ერთად ყოფნით. ბოლო წრეზე სწორედ ამაზე ვფიქრობდი. ჩემს თავს ვუთხარი, რომ პოდიუმზე ერთად ყოფნა საოცარი იქნებოდა. ეს ბავშვობის დღეებს ჰგავს, როცა ჩვენს რეგიონში კარტინგის პატარა რბოლების შემდეგ წვიმაში პოდიუმზე ვიდექით ხოლმე.
კადრი, როცა რბოლის შემდეგ ბოლო წრეს ერთად გავდიოდით, ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდება. ჩვენ ჩვენი ისტორიები გვაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში დღევანდელი ამბავი საოცრებაა."
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები