სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
8 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის A დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საფრანგეთმა სტუმრად იტალია დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა და ფრანგების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
დუბლი შეხვედრაში ადრიენ რაბიომ გაიფორმა, კიდევ ერთი გოლი იტალიის კარში კი მეკარის, გილიელმო ვიკარიოს ავტოგოლით გავიდა.
იტალიელებმა პირველ ტაიმში კამბიასის გოლით 0:2-ზე ერთი ბურთი გაქვითეს და თამაშში დაბრუნდნენ, თუმცა ჯგუფში პირველი ადგილის გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს.
ექვსი ტურის შემდეგ საფრანგეთსა და იტალიას 13-13 ქულა და ურთიერთშეხვედრებში თანაბარი შედეგი აღმოაჩნდათ, თუმცა საფრანგეთმა უკეთესი ბურთების სხვაობის გამო პირველი ადგილი დაიკავა და ჯგუფიც მოიგო.
იტალიას უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად პლეიოფის თამაში მოუწევს.
ჯგუფში მე-3 ადგილი ბელგიამ 4 ქულით ისრაელთან მარცხის (0:1) მიუხედავად დაიკავა და დივიზიონში დასარჩენად ასევე პლეიოფს ითამაშებს, ბოლო ადგილი კი იმავე 4 ქულით ისრაელმა დაიკავა, რომელიც ბელგიელებთან ორი მატჩის ჯამში ურთიერთშეხვედრებში დამარცხდა (1:3, 1:0) და B დივიზიონში დაქვეითდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები