მსოფლიო ჩემპიონატის L ჯგუფის მე-2 ტურში ინგლისმა და განამ უგოლო ფრე ითამაშეს.
თომას ტუხელის გუნდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა და გოლის გატანასთან რამდენჯერმე ახლოსაც იყო, თუმცა საბოლოოდ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა.
განა მოედანზე ძირითადად თავის დაცვაზე იყო ორიენტირებული და თავის მიზანს მიაღწია კიდეც.
ორი ტურის შემდეგ ინგლისსაც და განასაც 4-4 ქულა აქვთ, პანამა და ხორვატია კი, რომლებმაც პირველ ტურში მარცხი იგემეს, ერთმანეთში მოგვიანებით ითამაშებენ.