Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ემპოლიმ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი გააოფიციალურა.
იტალიური კლუბის ოფიციალური განცხადებით ქართველმა კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა.
გოგლიჩიძე პოზიციით ცენტრალური მცველია და პროფესიონალური კარიერა ქუთაისის ტორპედოში დაიწყო.
19 წლის მოთამაშეს გამოვლილი აქვს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები, 21-წლამდე გუნდში კი მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე 4 მატჩი აქვს ჩატარებული.
ტორპედო ამ ტრანსფერისთვის 450 ათას ევროს მიიღებს.
რაც შეეხება ემპოლის, გუნდი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 20 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-19 ადგილზეა და უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძვის.
კომენტარები
16 საათის წინ
22 საათის წინ
2 დღის წინ
20 საათის წინ