-
Aa
+
ფონტის ზომა
ასტონ ვილას ოფიციალური გვერდის განცხადებით, მარკო ასენსიო კლუბის ახალი ფეხბურთელია. ესპანელი ფეხბურთელი ბირმინგემულ გუნდს პსჟ-დან იჯარის წესით შეუერთდება.
ჩემპიონთა ლიგის 3-გზის გამარჯვებული ასტონ ვილაშე სეზონის ბოლომდე იასპარეზებს. ზაფხულში ბრიტანელებს მოთამაშის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.
"ბედნიერი ვარ ასტონ ვილაში გადმოსვლიდან. ერთი სული მაქვს, როდის დავეხმარები კლუბს.
უნაის (ემერი) დიდი ხანია ვიცნობ, მას დიდებული კარიერა ჰქონდა და ტოპ მწვრთნელია. ის და მისი ფეხბურთის თამაშის იდეაა მთავარი ფაქტორი, რატომაც აქ გადმოვედი." - განაცხადა ესპანელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
მარკო ასენსიომდე რამდენიმე საათით ადრე ასტონ ვილამ მარკუს რაშფორდის ტრანსფერიც გააოფიციალურა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები