მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
დინამო თბილისის ოფიციალური განცხადებით, ჯაბა კანკავა კარიერას დედაქალაქურ გუნდში გააგრძელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა.
კანკავას პროფესიული საფეხბურთო კარიერა სწორედ თბილისურ კლუბში დაიწყო. იგი დინამოს ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ამასთან ერთად მან დინამოს ფორმით საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
დინამო თბილისის გარდა, ქართველ ნახევარმცველს კიევის არსენალში, დნიპროში, კრივბასში, რეიმსში, ტობოლში, ვალენსიენსა და სლოვანში უთამაშია.
"ორმაგად სასიამოვნო და სიმბოლურია 20 წლის შემდეგ დაბრუნება საქართველოს ყველაზე ტიტულოვან და საამაყო გუნდში. იქ სადაც ფეხი ავიდგი და დავიწყე პროფესიონალური ფეხბურთის თამაში.
მინდა მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას და იმედი გამოვთქვა, რომ წარმატებული სეზონი იქნება როგორც კლუბისთვის, ასევე ჩემთვის." - განაცხადა კანკავამ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები