-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური გვერდის განცხადებით, კლუბს არსენალიდან ეიდენ ჰევენი შეუერთდა.
18 წლის ცენტრალური მცველის დებიუტი ლონდონურ კლუბში ამ სეზონში შედგა და ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრებშიც ითამაშა.
ჰევენმა იუნაიტედთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა და მთავარ გუნდს შეუერთდება.
"საოცრად მიხარია მანჩესტერ იუნაიტედში გადმოსვლა. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ამ ოცნების ასრულებაში დამეხმარა.
ამ თამაშში ბეცრი რამის მიღწევა მინდა და ყველაფერს გავაკეთებ განვითარებისთვის, რათა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე." - განაცხადა ახალგაზრდა ინგლისელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები