-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და სანტიაგო ხიმენესი მილანის მოთამაშე ხდება.
ფეიენოორდი იტალიელთა 35-მილიონიან შეთავაზებას დათანხმდა, ნიდერლანდურ კლუბს მომდევნო ტრანსფერიდან გარკვეული პროცენტიც ერგება.
23 წლის მექსიკელი თავდამსხმელი იტალიაში დღეს ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
ნიდერლანდების ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში ხიმენესმა 7 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზაში კი 5 შეხვედრაში - 5 გოლი.
საინტერესოა, რომ პლეიოფში მილანი სწორედ ფეიენოორდს დაუპირისპირდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები