-
Aa
+
ფონტის ზომა
მილანის ფორვარდი ალვარო მორატა კარიერას თურქულ გალათასარაიში გააგრელებს.
კლუბებმა 6-თვიან იჯარაზე მოილაპარაკეს, თუმცა გალათასარაის მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაც შეეძლება და შემდეგ ფეხბურთელის გამოსყიდვაც.
ამჟამად იურისტები საბუთებს ამოწმებენ, რის შემდეგაც მორატა სტამბოლში ჩაფრინდება და კონტრაქტს გააფორმებს.
ესპანელი თავდამსხმელი ამ სეზონის სტარტზე მილანში ატლეტიკოდან გადავიდა და გუნდის მაისურით 25 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი წასვლის მთავარი მიზეზი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ სერჟიო კონსეისაოსთან კონფლიქტი გახდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები