მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის მოყვანაზე აგრძელებს მუშაობას.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნეაპოლიტანური კლუბი ფრანგი შემტევის, ალან სენტ მაქსიმენის შეძენას სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ ცდილობს.
ფეხბურთელი ალ აჰლის ეკუთვნის, თუმცა ამ სეზონს იჯარით ფენერბაჰჩეში ატარებს. ამ მომენტში კლუბები იჯარის ნაადრევ შეწყვეტაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
ფრანგმა ნაპოლიში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა და კლუბების შეთანხმების მოლოდინში იმყოფება.
მიმდინარე თურქეთის ჩემპიონატში სენტ მაქსიმენმა 16 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები