მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტის ოფიციალური გვერდის განცადებით, ომარ მარმუში კლუბის ახალი ფეხბურთელია.
ეგვიპტელმა შემტევმა კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა. ინგლისელები აინტრახტს 75 მილიონ ევროდ შეუთანხმდნენ. 25 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში 15 გოლის გატანა მოასწრო.
ბოლო დღეებში მარმუში სიტის მე-3 შენაძენია. ქალაქელებმა აბდუკოდირ ხუსანოვისა და ვიტორ რეისის ტრანსფერებიც გააოფიციალურეს.
ეგვიპტელი მანჩესტერულ გუნდში 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები