სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის ოფიციალური გვერდის განცხადებით გუნდის კაპიტანმა ნაჩომ მადრიდის რეალიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ნაჩომ 2001 წლიდან მადრიდის რეალის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და 2012 წელს მთავარ გუნდში დაწინაურდა. მას შემდეგ მან სამეფო კლუბში 12 სეზონი გაატარა, 364 მატჩი ჩაატარა და 26 ტიტული მოიგო, რითიც კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა.
ნაჩომ რეალის მე-15 ჩემპიონთა ლიგის თასი უემბლიზე კაპიტნის რანგში ასწია.
რეალი და ფლორენტინო პერესი მადლობას უხდიან ფერნანდესს ყველაფრისთვის.
მადრიდში გატარებული 23 წლის შემდეგ ესპანელი მოთამაშე საუდის არაბეთში გადადის, სადაც ალ ქადსიასთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები