7 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მარტში არგენტინასთან და კოლუმბიასთან გასამართი მატჩებისთვის დორივალ ჯუნიორმა ბრაზილიის ნაკრების განაცხადი დაასახელა.
ნაკრებს მიღმა რეალის შემტევი ენდრიკი, ბეტისში იჯარით კარგად მოთამაშე ანტონი და ატალანტას ერთ-ერთი ლიდერი ედერსონი დარჩნენ.
სამაგიეროდ, გუნდში 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ნეიმარი დაბრუნდა.
მეკარეები: ალისონი, ბენტო, ედერსონი
მცველები: ვანდერსონი, უესლი, არანია, გაბრიელ მაგალაეში, დანილო, ლეო ორტისი, მარკინიოსი, მურილიო
ნახევარმცველები: ანდრე, ბრუნო გიმარაეში, გერსონი, ჯოელინტონი, მათეუს კუნია, ნეიმარი
თავდამსხმელები: ესტევაო, ჟოაო პედრო, რაფინია, ვინისიუსი, როდრიგო, სავინიო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები