-
Aa
+
ფონტის ზომა
გაგრას ოფიციალური გვერდის განცხადებით, თორნიკე ოქრიაშვილი თავის ყოფილ გუნდში დაბრუნდა.
"ლეგენდა სახლში დაბრუნდა! ჩვენი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ “გაგრას” ღირსებას დაიცავს!" - წერია გაგრას პოსტში.
ქართველმა შემტევმა პროფესიონალური კარიერა სწორედ გაგრაში დაიწყო და 2009-10 წლების სეზონის შემდეგ კარიერა უკრაინაში გააგრძელა.
ოქრიაშვილი ყოფილ გუნდში 2023 წელს დაბრუნდა, სადაც ეროვნულ ლიგაში 3 მატჩი ჩაატარა, 2024 წელს თორნიკე დინამო თბილისის წევრი იყო, ახლა კი კარიერას 32 წლის ასაკში ისევ გაგრაში გააგრძელებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები