ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიელმა ვეტერანმა ტიაგო სილვამ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ჩელსის დატოვებს.
„ჩელსი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, აქ ერთი წლით მოვედი და ისე მოხდა, რომ ოთხი წლით დავრჩი. ჩემი შვილებიც ჩელსიში თამაშობენ, ასე რომ დიდი პატივია, რომ ამ კლუბთან ოჯახით ვარ დაკავშირებული. იმედი მაქვს, ისინი ამ წარმატებულ კლუბში ზრდას გააგრძელებენ." - ამბობს ვიდეოში სილვა.
ტიაგო სილვა ჩელსიში პსჟ-დან 2020-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა და 2021-ში კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.
პირველადი ინფორმაციით, ბრაზილიელი კარიერის დასრულებას არ აპირებს და სავარაუდოდ, სამშობლოში გააგრძელებს თამაშს.
კომენტარები
13 საათის წინ
2 საათის წინ
2 საათის წინ
13 საათის წინ