სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ურუგვაის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დიეგო ფორლანი შემდეგ თვეში პროფესიონალურ ჩოგბურთში თავის სადებიუტო მატჩს ჩაატარებს ურუგვაიში.
45 წლის ფორლანი მონაწილეობას მონტევიდეოს ჩელენჯერში მიიღებს, სადაც წყვილთა თანრიგში ფედერიკო კორიასთან ერთად იასპარეზებს. ურუგვაელი აქამდე ITF ტურნირებზე თამაშობდა, ახლა კი მისი დებიუტი ATP ტურნირზეც შედგება.
ურუგვაელი შემტევმა საფეხბურთო კარიერის ევროპული წლები მანჩესტერ იუნაიტედში, ვილიარეალში, ატლეტიკოსა და ინტერში გაატარა.
ფორლანს ურუგვაის ნაკრებში ჩატარებულ 112 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც არის დასახელებული, 2005 და 2009 წლებში კი მან ევროპის ოქროს ბუცის მოგება მოახერხა.
ფორლანმა საფეხბურთო კარიერა 2018 წელს ჰონგ კონკურ კიტჩიში დაასრულა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები