სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვენის ტურნირის 1/16 ფინალში დომინიკ ტიმი იტალიელ ლუჩიანო დარდერის დაუპირისპირდა და 2 სეტში (6-7, 2-6) დამარცხდა. ამ მატჩით ავსტრიელი ჩოგბურთელის პროფესიონალური კარიერა 31 წლის ასაკში დასრულდა.
დომინიკ ტიმმა კარიერაში ერთი გრანდ სლემი (US Open) მოიგო, გრანდ სლემის ფინალში3-ჯერ ითამაშა, სულ კი 17 ტიტული მოიგო. მისი მაქსიმუმი ATP რეიტინგში მე-3 ადგილი იყო, რომელსაც 2020 წლის მარტში მიაღწია.
ტიმი არის ორიდან ერთ-ერთი მოთამაშე, რომელმაც თიხის საფარზე რაფა ნადალი 4-ზე მეტჯერ დაამარცხა. ასევე ავსტრიელმა დიდი სამეულის წევრებს (ნადალი, ჯოკოვიჩი, ფედერერი) კარიერაში 16-ჯერ მოუგო.
ტიმს საკუთარ კედლებში ემოციურად დაემშვიდობნენ, თავად ტიმმა კი ჩოგანი ოფიციალურად ჩამოკიდა ლურსმანზე.
Forever etched in tennis history 🙌@domithiem 🇦🇹 #ErsteBankOpen pic.twitter.com/XYDvGaSuMa
— Tennis TV (@TennisTV) October 22, 2024
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები