მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
რიო ფერდინანდის აზრით, მოჰამედ სალაჰი ოქროს ბურთის ერთადერთი პრეტენდენტია.
„მე არ მგონია, რომ ახლა მის გარდა ამ ჯილდოზე ვინმე სხვაც აცხადებდეს პრეტენზიას. მაგრამ ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგა ისეა მოწყობილი, რომ როცა გუნდი ტურნირზე შორს გადის, მისი გამორჩეული ფეხბურთელიც იწევა წინა პლანზე და პრენტენდენტებში ეწერება.
რეალურად, დიდ მატჩებში ყველაფერს დეტალები წყვეტს. შეიძლება მარტივად ივარაუდო, რომ ოქროს ბურთზე სალაჰის გარდა პრეტენზია უსმან დემბელეს ექნება, თუ პსჟ შორს გავა, ან ვინისიუსი, მბაპე, ბელინგემი.
ის, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ან ფინალში თავის სტატუსს გაამართლებს, ოქროს ბურთსაც დაეუფლება. თუ ლივერპული ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, დარწმუნებული ვარ, რომ სალაჰი დიდ როლს შეასრულებს." - აღნიშნა მან იუნაიტედის ექს-მცველმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები