გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, ფილიპ ლამმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"რა დისტანციაზეც ხვიჩა კვარაცხელიას ბურთის წაღება შეუძლია საოცარია და მას მაინც შეუძლია ამ გარბენების ბოლოს კვლავ საშიში იყოს.
ის თავის ყველა გუნდს რაღაცას აძლევს. ის საქართველოს ეროვნული გუნდის ვარსკვლავია, მაგრამ ისე მუშაობს და იცავს თავს, როგორც ნებისმიერი თავის გუნდში.
ის მებრძოლია, როგორც შეტევაში ისე დაცვაში და ეს მის ბუნებაშია. მისი ასეთი შრომა რიბერის მაგონებს.
წარმომიდგენია, რომ კვარაცხელიას გუნდელები მადლიერები არიან მასთან ერთად თამაშით და გრძნობენ, რომ ის ყოველთვის მათ გვერდით არის, რაც არ უნდა ხდებოდეს თამაშის ნებისმიერ მომენტში." - უთხრა ლამმა The Athletic-ს.