Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ჩემპიონშიფის 41-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა პრესტონს უმასპინძლა და გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - 0:0.
გიორგისთვის ეს 26 მარტის ისტორიული გამარჯვების შემდეგ პირველი მატჩი იყო, რადგან წინა შეხვედრა მან ვირუსის გამო გამოტოვა.
ჩაკვეტაძე მოედანზე 62-ე წუთზე, კაიებმეს ნაცვლად შემოვიდა და 87-ე წუთზე დაჯარიმების გამო ყვითელი ბარათი მიიღო.
მწვრთნელის მიერ გამოყოფილ დროში გიორგი ბურთს 35-ჯერ შეეხო, 24 პასიდან 20 ზუსტად შეასრულა, 3-ჯერ საჯარიმოში ჩააწოდა, 5-ჯერ შევიდა ორთაბრძოლაში და 2-ჯერ გამარჯვებული დარჩა და ერთხელ ჯარიმა მოიპოვა.
შედეგად, SofaScore-მ ჩაკვეს ამ მატჩისთვის 7.0 შეფასება დაუწერა, რაც ცვლილებაზე შემოსულ ფეხბურთელებს შორის ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
კომენტარები
8 საათის წინ
10 საათის წინ
10 საათის წინ
4 საათის წინ