-
Aa
+
ფონტის ზომა
შვეიცარიის ქალაქ ნიონში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა.
რამაზ სვანაძის გუნდი გადამწყვეტ შეხვედრებში ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველ მატჩს ჩვენი ახალგაზრდული შინ 15 ნოემბერს ითამაშებს, განმეორებითი მატჩი კი ხორვატიაში 19 ნოემბერს გაიმართება.
პლეი-ოფის დარჩენილ ორ წყვილში ნორვეგია ფინეთს, ბელგია კი ჩეხეთს შეხვდება.
2025 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გასული 13 გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია - დანია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი (მასპინძელი), სლოვენია, ესპანეთი, უკრაინა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები