ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 29-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში სიტიმ სტუმრად ბრაიტონი გაანადგურა.
შეხვედრა ამექს სტედიუმზე გაიმართა და ინგლისის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
გვარდიოლას გუნდმა რთულ მეტოქესთან გამარჯვება პირველივე ტაიმში გაინაღდა - დე ბრუინის (17') გოლითა და ფოდენის (26', 34') დუბლის ხარჯზე სიტი შესვენებაზე 3:0 უპირატესობით გავიდა.
მეორე ნახევარში ხულიან ალვარესმა 62-ე წუთზე საბოლოო წერტილი კაილ უოკერის პასით დასვა.
მან სიტიმ ამ გამარჯვებით 76 ქულა დააგროვა და ლიდერ არსენალს 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და დაკარგული ქულებით ჩემპიონატის ლიდერია.
პრემიერ ლიგის დარჩენილ ტურებში სიტის ასეთი მატჩები ელის: ნოტინგემი (გასვლა), ვულვზი (სახლი), ფულემი (გასვლა), ტოტენჰემი (გასვლა), ვესტ ჰემი (სახლი).
კომენტარები
2 დღის წინ
19 საათის წინ
1 დღის წინ
2 დღის წინ