14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-20 ტურში ოლიმპიკების დერბი შედგა - მარსელმა ლიონს უმასპინძლა.
ამ მატჩში ლიონის ახალი თავკაცის, პორტუგალიელი პაულო ფონსეკას დებიუტი შედგა, რომელმაც გიორგი მიქაუტაძე თადარიგში დატოვა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მთელი მოქმედებები მეორეში მოხდა, 53-ზე ტოლისომ სტუმრები დააწინაურა, თუმცა 61-ზე და 64-ზე გრინვუდის და რაბიოს გოლებით მარსელი წინ გაიჭრა.
72-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია, ხუთ წუთში კი მოედნის დატოვება ტრავმის გამო მოუწია და 80-ზე მატჩში გიორგი მიქაუტაძე ჩაერთო.
სამწუხაროდ, აქედან კიდევ ხუთ წუთში ლუის ენრიკემ შეძლო გადამწყვეტი გოლის გატანა და მარსელს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
ამრიგად, ფონსეკამ ახალ გუნდში მარცხით დაიწყო და ლიონის მოუგებელი სერია ლიგა 1-ში უკვე ოთხ მატჩამდე გაიზარდა. მარსელმა, თავის მხრივ, 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 40 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე იმყოფება, თუმცა ლიდერი პსჟ 10 ქულით არის გაქცეული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები