მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ი მე-20 ტურში პსჟ ბრესტს ესტუმრა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 58 წუთი გაატარა.
ანგარიში 29-ე წუთზე უსმან დემბელემ გახსნა, რომელსაც საგოლე გადაცემა ბრედლი ბარკოლამ გაუკეთა. პსჟ-მ პირველი ტაიმი 0-1 მოიგო.
მეორე ტაიმი სწრაფი გოლით დაიწყო. 50-ე წუთზე რომან დელ კასტილიომ გაათანაბრა ანგარიში, თუმცა ბრესტმა წონასწორობა მხოლოდ 6 წუთი შეინარჩუნა. 56-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, რომელიც დემბელეს მიუვიდა და ფრანგმა დუბლი შეასრულა.
58-ე წუთზე ლუის ენრიკემ ქართველი შემტევის ნაცვლად დესირე დუე შემოიყვანა.
62-ე წუთზე უსმან დემბელემ უკვე ჰეთთრიქი შეასრულა და ანგარიში 1-3 გახადა. 71-ე წუთზე ლუდოვიკ აჟორკმა ბრესტს შანსი კვლავ დაუტოვა და სხვაობა შეამცირა.
მატჩის ბოლოს თავი შეცვლაზე შემოსულმა გონსალო რამოშმაც გამოიჩინა. 89-ე და 97-ე წუთებზე გატანილი გოლებით პორტუგალიელმა დუბლი მიითვალა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2-5 დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელიამ Sofascore-ის ვერსიით 6.4 შეფასება დაიმსახურა.
პსჟ-ს 20 მატჩში 50 ქულა დაუგროვდა და ლიგა 1-ის ლაივ სატურნირო ცხრილს 13-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ბომბარდირთა დავაში კი პირველ ადგილზე უსმან დემბელეა, რომლის ანგარიშზეც 14 გოლია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები