8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა და ავჭალის სტადიონზე შვეიცარია მიიღო.
თამაში ქართველების დომინაციით წარიმართა და საბოლოოდ სარეკორდო ანგარიშით 110-0 დასრულდა.
პირველ ტაიმის ბოლოს ანგარიში 42-0 დაფიქსირდა. ლელოები აფრასიძემ, აფციაურმა, ჯაფარიძემ, კახოიძემ, მატკავამ და ივანიშვილმა დადეს. ყველა გარდასახვა კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.
მატჩის მეორე ნახევარში ქართველებმა კიდევ 68 ქულა ჩაიწერეს აქტივში. თავი ლელოებით ტაბუცაძემ (2), ივანიშვილმა, აფრასიძემ, აფციაურმა (2), სპანდერაშვილმა, ალანიამ, შვანგირაძემ და ხაინდრავამ გამოიჩინეს. 2 გარდასახვა ზუსტად მატკავამ შეასრულა, 7 კი - დავით ნინიაშვილმა.
საბოლოოდ ბორჯღალოსნებმა 16 ლელო დადეს, საიდანაც 15 წარმატებით გარდასახეს (მატკავა - 8, ნინიაშვილი - 7). 2-2 ლელო მიითვალეს აფრასიძემ, ტაბუცაძემ და ივანიშვილმა, ხოლო აფციაურმა 3 ლელოთი გამოჩინა თავი.
110-0 საქართველოს რაგბის ნაკრების ისტორიაში სარეკორდო ანგარიშია. აქამდე რეკორდი 2007 წელს დაფიქსირებული შედეგი იყო, როცა ბორჯღალოსნებმა ჩეხეთი 98-3 გაანადგურეს.
შემდეგ მატჩს საქართველო 8 თებერვალს ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ, ისევ ავჭალის სტადიონზე გამართავს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები