-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში ჰაიდენჰაიმმა ვოიტ-არენაზე დორტმუნდი მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა.
შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე სერუ გირასის გოლით გაიხსნა, ბორუსიამ პირველი ტაიმი 0-1 მოიგო.
63-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. გოლი მაქსიმილიან ბეიერმა გაიტანა. აქედან 1 წუთში ჰაიდენჰაიმმა ერთი ბურთი გაქვითა, თავი მატიას ჰონსაკმა გამოიჩინა.
მასპინძლებმა მატჩის ბოლომდე ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს და 1-2 დამარცხდნენ. ბუდუ ზივზივაძემ Sofascore-ის ვერსიით 6.7 შეფასება დაიმსახურა.
ჰაიდენჰაიმი 20 მატჩში მოპოვებული 14 ქულით სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა და გასავარდნი პლეიოფის ზონაში იმყოფება. დორტმუნდი კი ლაივ ცხრილში 29 ქულით მე-10 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები