-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში UFC 312-სთვის მზადების პროცესი მიმდინარეობს.
ქართველი მებრძოლები (მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე) ალექსანდრე თოფურიას გვერდით არიან და მასთან ერთად მისი სადებიუტო ბრძოლისთვის ემზადებიან.
"მანქანა (The Machine), ელ მატადორი და ქართველი ვიკინგი დამპყრობელთან (ელ კონკისტადორი) ერთად არიან. დიდებული გამარჯვება წინაა. საქართველო ერთად ძლიერია." - წერს ქუთათელაძე სოციალურ ქსელში.
9 თებერვალს UFC-ში ალექსანდრე თოფურიას დებიუტი შედგება ავსტრალიელი კოლბი თიქნესის წინააღმდეგ.
ვიდეო: მერაბი ავსტრალიაშია - მზადება ალექსანდრეს დებიუტისთვის
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები