3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ავსტრალიურ Main Event-თან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"მე პირადად მსუბუქ წონაში ასვლა მსურს. ისლამი დიდებული მებრძოლია, საერთო რეიტინგის პირველი ნომერია, მაგრამ ჩემთვის მე ვარ მსოფლიოში საუკეთესო.
ვიცი, რომ მასთან ნებისმიერ რამეს გავაკეთებ, რაც მომინდება, რადგან მე მასზე ბევრად უკეთესი ვარ." - განაცხადა მატადორმა.
თოფურიამ ისიც დაამატა, რომ მან ჯერ კიდევ არ იცის მისი მომავალი ბრძოლის შესახებ და ჯერ რაიმე კონტრაქტი არ გაუფორმებია.
ილიას თქმით მსუბუქ წონაში ასვლა და ისლამ მახაჩევთან დაპირისპირება მისი პირადი სურვილია, მაგრამ თუ UFC გადაწყვეტს, რომ ის ქვემსუბუქ დივიზიონში დარჩეს და ქამარი დაიცვას, ის ამას გააკეთებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები