მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
16 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პსჟ-ს ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლაში დარწმუნებულები არიან.
L'Equipe-ს ინფორმაციით, ფრანგული კლუბი ფეხბურთელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ენფილდზე სასურველ შედეგს მიაღწევენ და ჩემპიონთა ლიგიდან ლივერპულს გამოთიშავენ.
გუნდი პირველი თამაშის შედეგით (0:1) უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ მთლიანად გუნდში თავდაჯერება მაინც შეინიშნება. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა დონარუმას ისიც კი უთხრა, რომ გაშვებული გოლის გამო არ იდარდოს, რადგან სიტუაცია ინგლისში გამოსწორდება.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ პირველი მატჩის შემდეგ პსჟ-ს თავდაჯერება მხოლოდ მოიმატა. ფეხბურთელები გაკვირვებულები დარჩნენ იმით, როგორ წელავდა ლივერპული დროს და რამდენად ახერხებდნენ ისინი თამაშის ტემპის გაკონტროლებას.
ფეხბურთელები აღნიშნავენ, რომ ლიგის საერთო ფაზის დროს მათ ბაიერნმა და არსენალმა გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ლივერპულის დონემ კი მათი გაკვირვება გამოიწვია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები