-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩში არსენალმა ემირეითსზე ლივერპული მიიღო, შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 2-2 დასრულდა.
ანგარიში მე-9 წუთზე ბუკაიო საკამ გახსნა, რომელმაც საჯარიმოში ენდი რობერტსონი ჩამოიშორა და კარისკენ გადაგზავნა ბურთი. მე-18 წუთზე ლივერპულის კუთხურს ვირჯილ ვან დაიკის თავური დარტყმა და გოლი მოჰყვა.
43-ე წუთზე გატანილი გოლით არსენალმა პირველი ტაიმი მოიგო. დეკლან რაისის ჩაწოდების შემდეგ ასევე თავური დარტყმით თავისი სადებიუტო გოლი ლონდონურ კლუბში მიკელ მერინომ გაიტანა.
მეორე ტაიმი ისეთი უხვგოლიანი აღარ გამოვიდა, თუმცა 81-ე წუთზე ლივერპულის გატანილმა გოლმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა. დარვინ ნუნიესის პასის შემდეგ მასპინძელთა კარი მოჰამედ სალაჰმა აიღო. ეგვიპტელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი გაიტანა.
პრემიერ ლიგაში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ ლივერპულს 22 ქულა დაუგროვდა და ლიდერობა დაკარგა, არნე სლოტის გუნდი მე-2 ადგილზეა და პირველადგილოსან მანჩესტერ სიტის 1 ქულით ჩამორჩება, არტეტას შეგირდები კი 18 ქულით მე-3 ადგილზე არიან.
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები