ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
17 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგაში შესაძლოა სახელფასო ჭერი შემოიღონ.
Sky Sports-ის ინფორმაციით, დღეს კლუბებს შორის ახალი წესის შემოღებაზე ხმის მიცემა ჩატარდება.
წყაროს ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება იმას, თუ რამდენის გადახდა შეეძლება კლუბს ამა თუ იმ ფეხბურთელისთვის, არამედ იმას, ზოგადად რამდენის დახარჯვა შეეძლება კლუბს ხელფასებში, ტრანსფერებსა და აგენტების გადასახადზე.
ყველაზე მნიშვნელოვანია გაირკვეს ის, რომ თუ ეს სახელფასო ჭერი დაწესდა, რამდენი იქნება დასახარჯი მაქსიმუმი - ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც კლუბები განიხილავენ, არის თანხა, რომელიც 4.5-ჯერ აღემატება კლუბების ტრანსლაციების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს.
მაგალითად, ეს ჭერი ამ სეზონშიც რომ მოქმედებდეს, მისი ზღვარი 466 მილიონი ფუნტი იქნებოდა.
კომენტარები
20 საათის წინ
20 საათის წინ
22 საათის წინ
8 საათის წინ