Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, პარი სენ-ჟერმენი ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება.
ფრანგულ გრანდს ქართველი შემტევით კილიან მბაპეს შეცვლა სურს, რომელიც კლუბს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. თუმცა, პსჟ არ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც ხვიჩას გადაბირებით ინტერესდება.
II Matino-ს ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტისთვის ამჟამად გუნდში ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ არსებობს და სათანადო შემოთავაზების შემთხვევაში, მზადაა ზაფხულში კვარაცხელიაც გაყიდოს.
ამ მომენტისთვის პარტონოპეი ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ აფასებს და ხვიჩას თაობაზე სატრანსფერო საგნის ოპერაში ჩართვა არ სურს - ამ ეტაპზე, კვარაცხელიას სიტუაცია ყველაფრისთვის გახსნილია და ყველანაირი ვარიანტი შესაძლებელია - როგორც დარჩენა, ისე წასვლა.
სეზონის ბოლოს მხარეები ახალი კონტრაქტის მოლაპარაკებებს წამოიწყებენ, თუმცა ახალი ხელშეკრულების გაფორმებაც კი არ იქნება ხვიჩას ნაპოლიში დარჩენის გარანტია - შესაძლოა, ახალ შეთანხმებაში გამოსასყიდი თანხა ჩაიწეროს, რომლის გადახდის შემთხვევაშიც, ნაპოლი ტრანსფერს ვეღარ დაბლოკავს. სწორედ ასეთი პირობით გაახანგრძლივა გუნდთან კონტრაქტი ვიქტორ ოსიმენმაც, რომლის გამოსყიდვა 120/130 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი და მოსალოდნელია, რომ ის იტალიურ კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს.
კომენტარები
14 საათის წინ
18 საათის წინ
20 საათის წინ
3 საათის წინ