-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის სუპერ თასზე ლიგა 1-ის გამარჯვებული პსჟ თასის მფლობელ ტულუზას დაუპირისპირდა და მეტოქე 2-0 დაამარცხა.
პარიზულმა გუნდმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. სწრაფი გოლი მე-2 წუთზე უსმან დემბელეს პასით კან-ინ ლიმ გაიტანა, 44-ე წუთზე კი კილიან მბაპემ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
პარიზელები სუპერ თასის მფლობელები მეთორმეტედ გახდნენ, რაც, რა თქმა უნდა, რეკორდია. ასევე აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ ამ 12-დან 10 ტიტული ბოლო 11 წელიწადში მოიგო.
კომენტარები