5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პსჟ-ს პრეზიდენტმა ლივერპულთან გამარჯვებას ისტორიული მიღწევა დაარქვა.
„ენფილდზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან, პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის ლიდერთან მოგება...
გვიხარია, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებით. ძლიერი ხასიათის მქონე მოთამაშეები გვყავს, მაგრამ გვინდა, რომ თავმდაბლები დავრჩეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა შეგვიძლია თამამად თქმა, რომ ჩემიონთა ლიგის მოგებას ვაპირებთ, მაგრამ ასევე ისიც უნდა დავამატოთ, რომ ამისგან ჯერ ძალიან შორს ვართ.
მადლობა ჯიჯიოს. ეს შემდეგ ეტაპზე გასვლა ჩემთვის და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურელებმა პსჟ-ს ისტორია დაწერეს, რომელიც მომდევნო კვირებში შესაძლოა უფრო ლამაზიც გახდეს.
გავხდით თუ არა ამ შედეგით ევროპის საუკეთესო გუნდი? როგორც ვთქვი, თავმდაბლები უნდა ვიყოთ. სიამოვნებას ვიღებთ იმისგან, რომ რაღაცას ვაშენებთ. რომც წაგვეგო, მაინც იგივეს ვიტყოდი. მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გვყავს და ძალიან კარგი გუნდი." - აღნიშნა ალ ხელაიფიმ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები