მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
19 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესპანეთის ნაკრებმა ხორვატია 3:0 გაანადგურა.
შეხვედრა ბერლინში ოლიმპიაშტადიონზე ფურია როხას სრული დომინაციით წარიმართა, რაც ანგარიშზე პირველივე ტაიმში აისახა.
29-ე წუთზე ფაბიან რუისის პასით ალვარო მორატამ გახსნა ანგარიში, სამ წუთში რუისმა თავად გაიტანა ულამაზესი გოლი პედრი პასით, 45+2 წუთზე კი კარვახალმა ლამინ იამალის ჩაწოდება ჩახურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მე-80 წუთზე პეტკოვიჩს ერთი გოლის გაქვეთა შეეძლო, თუმცა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან უნაი სიმონს ვერ აჯობა.
ამ გამარჯვებით ესპანეთმა ჯგუფში პირველი 3 ქულა დააგროვა, ხორვატიამ კი მოულოდნელად სუსტი შთაბეჭდილება დატოვა და პირველი ტურის შემდეგ უქულოდ რჩება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
11 საათის წინ
11 საათის წინ
16 საათის წინ