Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
თურქეთის სუპერ ლიგის 23-ე ტურში შოთა არველაძის ქარაგიუმრუქმა რიზესპორს უმასპინძლა.
მასპინძლებმა მეტოქე 4-0 გაანადგურეს და ამ მომენტისთვის ცხრილში 24 ქულით მე-16 ადგილზე არიან.
მატჩის შემდეგ არველაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
"ბედნიერები ვართ. კარგი მატჩი იყო. ვფიქრობ, შეხვედრა ჩვენი კონტროლით მიდიოდა. მხოლოდ მეორე ტაიმის პირველი 10 წუთი დავთმეთ, დანარჩენი დრო კი თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ვულოცავ მოთამაშეებს, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. იმედია უფრო მეტი წინაა."
კომენტარები