Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 28-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ საკუთარ სტადიონზე საბა საზონოვის ტორინოს უმასპინძლა.
შეხვედრა დიეგო მარადონაზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი ნულოვან ფრედ დასრულდა. 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარიო რუისთან ლამაზი კომბინაცია გაითამაშა და ბრწყინვალე დარტყმით მოახერხა ნაპოლის წინ გაყვანა.
თუმცა, ნეაპოლელთა სიხარულმა დიდხანს ვერ გასტანა - 64-ე წუთზე მოედანზე იქამდე რამდენიმე წამით ადრე გამოსულმა სანაბრიამ ანგარიში გაათანაბრა და ნაპოლის მნიშვნელოვანი ორი ქულა ამოაცალა ჯიბიდან.
საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და მინდორზე დამატებული წუთების ჩათვლით ოც წუთამდე დაჰყო.
ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, ნაპოლიმ სეზონის მე-8 ფრე ითამაშა, 44 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე დარჩა, ტორინო კი 38 ქულით მე-10 ადგილს იკავებს და უკვე 4 მატჩია ვერ იგებს.
კომენტარები
15 საათის წინ
17 საათის წინ
2 დღის წინ
11 საათის წინ