მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში ლიონი საკუთარ მოედანზე პარი სენ-ჟერმენს მიიღებს.
ფრანგული გამოცემა Le Parisien გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს აქვეყნებს.
ლიონი - პერი; კუმბედი, მატა, ნიახატე, ტალიაფიკო; ტესმანი, მატიჩი, ტოლისო; შერკი, მიქაუტაძე, ნუამა
პსჟ - დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში; ნევეში, ვიტინია, დუე; ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია
თუ Le Parisien-ს დავუჯერებთ, ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იქნება და მათ დუელს მატჩის დასაწყისიდანვე ვიხილავთ.
თამაშის წინ პსჟ 56 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ლიონი კი 36 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, საფრანგეთში ახლად გადმოსულმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი თითო გოლისა და ასისტის აქტივში ჩაწერა მოასწრო.
ლიონისა და პარი სენ-ჟერმენის შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები