მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში პარაფარიკაობის მსოფლიო თასის ბოლო დღეს, რაპირით ასპარეზობაში, ირმა ხეცურიანმა და გვანცა ზადიშვილმა ვერცხლის, ხოლო ნინო თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ირმა ხეცურიანმა B კატეგორიაში ასპარეზობა 1/4 ფინალიდან დაიწყო და ბრაზილიელი მონიკა სანტოსი 15-11 დაამარცხა.
1/2 ფინალში ქართველმა ბელარუს ალექსანდრა ილმინსკაიას მოუგო 15-10 და ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ ანრი საკურაისთან დაძაბულ ბრძოლაში 15-14 დამარცხდა.
A კატეგორიაში 1/8 ფინალიდან დაიწყო გამოსვლა ნინო თიბილაშვილმა. მან პირველ ეტაპზე ბრაზილიელი მარია ივანილდა სანტოსი გაანადგურა 15-3.
შემდეგი მეტოქე უნგრელი შუშანა კრაინიაკი იყო, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 15-14 დამარცხდა, 1/2 ფინალში კი თიბილაშვილი კვლავ უნგრელ ანა ნადასდის შეხვდა და 15-4 წააგო.
1/4 ფინალიდან დაიწყო ასპარეზობა გვანცა ზადიშვილმა, რომელმაც ბრაზილიელ რაისა ვერასს აჯობა 15-4, 1/2 ფინალში კი მან ტაილანდელი ტიტი პენგპრასიტიპონგი დაამარცხა 15-12 და ფინალში გავიდა, სადაც ანა ნადასდისთან 15-4 წააგო.
საბოლოო ჯამში ქართველებმა სან პაულოს მსოფლიო თასზე 6 მედალი მოიპოვეს:
ირმა ხეცურიანი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი
ნინო თიბილაშვილი - 1 ოქრო, 1 ბრინჯაო
გვანცა ზადიშვილი - 2 ვერცხლი
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები