მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში პარაფარიკაობის მსოფლიო თასი იმართება, რომლის პირველ დღესაც მონაწილეობა სამმა ქართველმა მიიღო და სამივე მათგანმა მედალი მოიპოვა.
B კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ირმა ხეცურიანმა, რომელმაც ასპარეზობა 1/4 ფინალიდან დაიწყო. მან ამ ეტაპზე ფრანგი მარგო ფურმონი 15-3 დაამარცხა.
1/2 ფინალში ხეცურიანი იტალიელ ანა ჯულია მარკოვსკას შეხვდა და 15-5 სძლია, ფინალში კი ქართველმა ბრაზილიის წარმომადგენელ ანასტასი კასციუჩკოვას მოუგო 15-12 და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.
ორმა ქართველმა იასპარეზა A კატეგორიაში და ორივე მათგანი ფინალში გავიდა. გვანცა ზადიშვილმა გამოსვლა 1/8 ფინალიდან დაიწყო და ტაილანდელი არირატ საისინი 15-2 დაამარცხა.
1/4 ფინალში გვანცამ უნგრელ ანა ნადასდის მოუგო 15-7, 1/2 ფინალში კი ტაილანდელ ტიტი პენგპრასიტიპონგს სძლია 15-10.
ბადის მეორე მხარეს 1/4 ფინალში ჩაერთო ნინო თიბილაშვილი, რომელმაც კოლუმბიელი იულიეტ ლონდონო მორა გაანადგურა 15-1, 1/2 ფინალში კი მან ბრაზილიელ რაისა ვერასს მოუგო 15-8.
ფინალში ორი ქართველის დაპირისპირებაში ნინო თიბილაშვილმა გვანცა ზადიშვილი 15-8 დაამარცხა, შესაბამისად ნინომ ოქროს მედალი, გვანცამ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სან პაულოში კი ქართული დუბლი ვიხილეთ და ერთ დღეს 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები