6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ძიუდოში ვარშავის ღია პირველობის -90 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი გახდა.
საწყის ეტაპებზე ქართველმა ჯერ უნგრელი ლევენტე კისი, ხოლო შემდეგ ყაზახი სერიკბოლ იესტაი დაამარცხა.
1/8 ფინალში ტატო ფრანგ ტიზიე ნამიეს შეხვდა და მისი ბარიერიც დაძლია, 1/4 ფინალში კი მეტოქე ნორვეგიელი კორნელიუს ეილერტსენი იყო, რომელიც გრიგალაშვილმა ასევე უკან მოიტოვა.
ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში ტატომ ესპანელი აარონ სანტამარია როდირიგესი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მოწინააღმდეგე ნიდერლანდელი ტიგო რენესი იყო.
გრიგალაშვილმა მასაც სძლია და ვარშავის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. ამავე წონაში მე-5 ადგილი ნიკოლოზ დავლაძემ დაიკავა, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები