მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 მატჩში საქართველომ სტუმრად ურთულეს ბრძოლაში ალბანეთი დაამარცხა.
შეხვედრა ქალაქ ტირანაში გაიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ულამაზესი შორეული გასროლით გაიტანა და ნაკრებში ზედიზედ მე-2 მატჩში შეძლო თავის გამოჩენა.
დარჩენილ დროში საქართველომ თავი იდეალურად დაიცვა და ის კი არა, უფრო მეტი გოლის გატანის შანსებიც ჰქონდა, თუმცა მეტოქეთა მეკარემ, სტრაკოშამ თავი რამდენიმე კარგი სეივით გამოიჩინა.
ალბანეთმა მატჩი 0 ზუსტი კარში დარტყმით დაასრულა, საქართველომ კი 3-ჯერ შეძლო კარის ჩარჩოში ზუსტი დარტყმის განხორციელება.
ორი ტურის შემდეგ საქართველომ 6 ქულა დააგროვა და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები