მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
16 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ნაპოლისა და პსჟ-ს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და ხვიჩა კვარაცხელია კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს.
ქართველი შემტევი არ იქნება პირველი ფეხბურთელი, რომელიც კარიერას ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში გადავა. ასეთი კარიერული სვლა აქამდე 3 მოთამაშეს ჰქონია.
ეზეკიელ ლავეციმ იტალიურ კლუბში 2007-დან 2012 წლამდე ითამაშა, სადაც გუნდთან ერთად იტალიის თასიც მოიგო. 2012 წლის ივლისში კი პსჟ-მ არგენტინელ ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადა.
ლავეციმ ლიგა 1-ში 2016 წლამდე ითამაშა, სადაც ჩემპიონატი (3-ჯერ), თასი (ერთხელ), ლიგის თასი (2-ჯერ) და სუპერთასი (ერთხელ) მოიგო. შემდეგ კი პოჩომ თამაში ჩინეთში გააგრძელა, სადაც 2019 წელს კარიერა დაასრულა კიდეც.
ლავეცის გზა ერთი წლის შემდეგ გაიმეორა ნაპოლიში მისმა მეწყვილე ედინსონ კავანიმაც, რომელმაც იტალიურ კლუბში 2010-დან 2013 წლამდე ითამაშა და კოპა იტალიას გამარჯვებული გახდა.
2013 წლის ზაფხულში პარიზელებმა ურუგვაელი თავდამსხმელი 64.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. კავანიმ პსჟ-ში 2020 წლამდე ითამაშა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო.
ურუგვაელმა პარიზელებთან ერთად 6 ჩემპიონატი, 5 თასი, 6 ლიგის თასი და 4 სუპერთასი მოიგო. ინდივიდუალურ დონეზე კი ის 2-ჯერ გახდა ლიგა 1-ის ბომბარდირი, 2016-17 წლების სეზონში 35 გოლით, 2017-18 წლებში კი 28 გოლით.
პსჟ-ს შემდეგ კავანიმ მანჩესტერსა და ვალენსიაში ითამაშა, 2023 წელს კი კარიერა ბოკა ხუნიორსში გააგრძელა, სადაც დღემდე ასპარეზობს.
კვარაცხელიას პარიზში კიდევ ერთი ექს-ნაპოლელი დახვდება. საუბარია ფაბიან რუისზე, რომელიც პარტენოპეიში 2018-დან 2022 წლამდე თამაშობდა და გუნდთან ერთად იტალიის თასი მოიგო.
2022 წლის ზაფხულში პსჟ-მ ესპანელი ნახევარმცველი 22.5 მილიონ ევროდ შეიძინა. რუისმა გუნდთან ერთად ლიგა 1-ის (2-ჯერ), საფრანგეთის თასის (ერთხელ) და სუპერთასის (2-ჯერ) მოგება მოახერხა.
ხვიჩა კვარაცხელია კი, რომელიც ნაპოლიში 2022 წელს გადავიდა და პირველივე სეზონში სკუდეტო მოიგო, თანაც ისე რომ სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა, იტალიას ემშვიდობება და კარიერას ზემოთ ნახსენები 3 ფეხბურთელის მსგავსად კარიერას პსჟ-ში აგრძელებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები