მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტირანაში ალბანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა კომენტარი გააკეთა.
"ალბათ, ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლების გატანა შეგიძლიაო, არ დავუჯერებდი იმ პოზიციიდან გამომდინარე, მაგრამ არასდროს არ უნდა დანებდე, ყოველთვის შენი თავის უნდა დაიჯერო, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება.
მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელი დღე დადგა და ვიცი, რომ ამაზე არ გავჩერდები, არც მე და არც ჩემი გუნდელები. ამის საშუალებას არც მე არ მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ, ამიტომ დღეს უნდა აღვიდგინოთ ძალები, წავიდეთ კლუბში, კარგად ვითამაშოთ და შემდეგ ისევ დავბრუნდეთ, რათა ქართველი ხალხი ისევ გავახაროთ.
ეს კაპიტანი ამერიკას აღნიშვნაა. როგორც მოგეხსენებათ, მისი ბავშვობის ისტორია ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ის შეუპოვრობა ჰქონდა, რომელიც მეც გამაჩნია, ასე ვფიქრობ. ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი, არ ვიქნებოდი მზად არც დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ ვფიქრობ, პირველ რიგში ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია ამ დონეზე თამაში და შემდეგ ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი ვარ, ძლიერი ვარ და გავაგრძელებ წინსვლას." - განაცხადა ქოჩორაშვილმა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სტრაკოშას კარი ულამაზესი დარტყმით აიღო და ეროვნულ გუნდს ტირანაში 3 ქულა მოუტანა.
ქოჩორაშვილს ერთა ლიგის პირველ 2 ტურში 2 გოლი დაუგროვდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები