15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ქოჩორაშვილმა პირველ არხთან საუბარში სომხეთთან მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.
„რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, პირველ რიგში იმით, რომ მოვახერხეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. იმის თქმაც მინდა, რომ ჯერ არაფერია დასრულებული და სახლში გველოდება მეორე თამაში. უნდა დავისვენოთ და მეორე თამაშისთვის მოვემზადოთ.
ბედნიერი ვარ გუნდის გამარჯვებით და გუნდის კარგად თამაშით და ასევე გოლით, რომელიც დედაჩემს ეკუთვნის, იმიტომ რომ დღეს მისი დაბადების დღეა.
ჩემმა მეგობარმა, რომელიც სომხეთის ნაკრებში თამაშობს, მითხრა, რომ დღეს სტადიონზე ამდენ ქართველ გულშემატკივარს არ ელოდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რადგან რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ისინი მოდიან და მხარს გვიჭერენ.
მე ყოველთვის ძალიან წყნარად ვარ, როცა გვერდზე კიტე, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი ან ნონიკაშვილი მიდგანან. ჩემი ყველა თანაგუნდელი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და ცხადია, კიტეს კაპიტნობა, კაშოს შემდეგ, დამსახურებულია." - აღნიშნა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები