დანა უაითმა Dana White’s Contender Series-ის მე-10 სეზონის პირველი ეპიზოდის შემდეგ ყოფილი NFL-ის ვარსკვლავის, ენტონი ვინტის შესახებ საინტერესო დეტალები გააჟღერა.
ვინტმა მძიმე წონით კატეგორიაში თავისი მეტოქე მატ ადამსი სულ რაღაც 34 წამში ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ის ოფიციალური კონტრაქტი დაიმსახურა. ამ შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ მებრძოლმა დაუყოვნებლივ მოსთხოვა დანა უაითს უახლოეს პერიოდში ჩხუბის მიცემა, რაზეც ორგანიზაციის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა.
უაითის თქმით, ენტონი ვინტი უკვე აგვისტოში, საკრამენტოში დაგეგმილ ტურნირზე (UFC Sacramento) მიიღებს თავის სადებიუტო ბრძოლას.
დანა აღფრთოვანებას გამოთქვამს იმ მებრძოლებით, რომლებიც მზად არიან მაქსიმალურად აქტიურები იყვნენ და ოქტაგონზე რაც შეიძლება ხშირად დაბრუნდნენ, რაც ახალგაზრდა სპორტსმენს დიდ შანსს აძლევს, რომ UFC-ში სწრაფად დაიმკვიდროს თავისი ადგილი.