მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
როტერდამის 500-იანი ტურნირის ფინალში კარლოს ალკარასმა ალექს დე მინორი სამ სეტში დაამარცხა და ტიტული მოიგო.
ესპანელისთვის ეს გადახურულ ჰარდ-კორტებზე კარიერაში პირველი ტიტული აღმოჩნდა.
საინტერესოა, რომ ალკარასი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა (21 წლის და 9 თვის), რომელმაც ტიტულის მოგება ყველა საფარზე შეძლო: თიხაზე, ჰარდზე, ბალახსა და გადახურულ ჰარდზეც.
აქამდე, ამ წოდებას როჯერ ფედერერი ატარებდა, რომელმაც ყველა საფარზე ტიტული 21 წლისა და 10 თვის ასაკში მოიგო.
შედარებისთვის, რაფა ნადალმა ამას 22 წლის ასაკში მიაღწია, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი - 24 წლის ასაკში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები