Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღევანდელი მატჩის მთავარი არბიტრი შიმონ მარცინიაკი იქნება.
პოლონელ არბიტრს საქართველოს ნაკრების მატჩზე ერთხელ აქვს ნამუშევარი და სხვათაშორის, მაშინაც საბერძნეთს ვეთამაშეთ - 2021 წლის 31 მატს სალონიკში გამართული დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.
რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს - ამ გუნდის მატჩებზე შიმონს სამჯერ აქვს ნამუშევარი და ბერძნებმა ვერცერთი შეხვედრის მოგება ვერ შეძლეს.
საქართველოსთან უკვე ნახსენები თამაშის გარდა, მარჩინიაკმა 2017 წელს ევრო 2020-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიასთან მატჩზე იმუშავა და ის მატჩი ბერძნებმა საკუთარ კედლებში 1:2 წააგეს.
მესამე დაპირისპირება კი 2021 წლის 11 ნოემბერს შედგა, როცა საბერძნეთმა საკუთარ მოედანზე ესპანეთს უმასპინძლა და 0:1 დათმო.
გამოდის, რომ მარცინიაკის წაყვანილი არცერთი მატჩი ჯერჯერობით არც საქართველოს არ მოუგია და არც საბერძნეთს, თუმცა ბერძნებს ამისთვის ჩვენზე სამჯერ მეტი შანსი ჰქონდათ. იმედია, მათი წარუმატებლობა ამ მხრივაც გაგრძელდება.
კომენტარები
7 საათის წინ
10 საათის წინ
9 საათის წინ
3 საათის წინ