-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა პორტუდან 23 წლის ნიკო გონსალესი დაიმატა.
ესპანელმა ნახევარმცველმა ქალაქელებთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
სიტიმ პორტუს გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროს ოდენობით გადაუხადა. კონტრაქტის მიხედვით ამ ტრანსფერიდან გარკვეული თანხა ბარსელონასაც ეკუთვნის.
თავდაპირველად იწერებოდა, რომ ეს სატრანსფერო თანხის 40%, ანუ 24 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა პორტუს განცხადების მიხედვით კლუბმა კატალონიელებს კუთვნილი 13 მილიონი ევრო გადაუხადა.
გონსალესი ბარსას აღზრდილია და 2023 წელს პორტუგალიაში სწორედ ბლაუგრანადან გადავიდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები