-
Aa
+
ფონტის ზომა
ბაიერნსა და ტოტენჰემს შორის მატის ტელის თაობაზე გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში 60 მილიონიანი გამოსასყიდიც ჩაიწერა.
ლონდონურმა კლუბმა 19 წლის ფრანგი თავდამსხმელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ამ სეზონის ბოლომდე ტელი ტოტენჰემში იჯარის წესით ითამაშებს, ზაფხულში კი ლონდონელებს მისი გამოსყიდვაც შეეძლებათ.
საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ, კლუბებს ტრანსფერი 60 მილიონ ევროდ ჰქონდათ შეთანხმებული, რაც პირადად ტელმა იუარა, რადგან სხვა კლუბებთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ხოლო მას შემდეგ, რაც არსად გადასვლა არ გამოვიდა, ტოტენჰემს დათანხმდა.
თუ სპურსი სეზონის ბოლოს მას გამოისყიდის, ტელი კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები